weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პორტალზე ყველა შემთხვევის ატვირთვა ვერ მოხერხდა – გამყრელიძე კოვიდის 4028 შემთხვევაზე

16:11 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გამოქვეყნებული კოვიდ-სტატისტიკა ტესტირების ყველა შედეგს არ ასახავს, რადგან ელექტრონულ პორტალზე პასუხების სრულად ატვირთვა ვერ მოხერხდა. 

„დღეს არის 4000 ახალი შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება. შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა და ყველა შემთხვევის ატვირთვა ელექტრონულ პორტალზე ვერ მოხერხდა. ამიტომ დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ, ხვალ იქნება, ალბათ, უკვე განახლებული ციფრები როგორც კვირის, ისე ორშაბათის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

გამყრელიძის თქმით, სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ გავრცელების პიკის გადავლა ამ კვირაში დაიწყება. 

პორტალ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 14 თებერვალს, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 9688 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4028 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ მონაცემებით, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 41.58%-ია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 2228 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]