weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გენადი ბესტაევი, რომელსაც ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა, გარდაიცვალა

13:02 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

საქართველოს მოქალაქე, 54 წლის გენადი ბესტაევი, რომელსაც ცხინვალის ციხეში, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ყოფნისას ინსულტი განუვითარდა, გარდაიცვალა. 

გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (საზღვრის უკანონო კვეთა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა) გაასამართლეს და 2021 წლის მარტში, 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 15 ნოემბერს ბესტაევს ციხეში ინსულტი განუვითარდა, რის გამოც ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

გენადი ბესტაევი ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 ნოემბერს, გვიან ღამით გადმოიყვანეს და ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალის რეანიმაციაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]