weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თბილისში, 19:00 საათზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 

12:37 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

პარტია „დროამ“ დღეს, თბილისში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაანონსა. პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ და ცოცხალი ჯაჭვს შეუერთდნენ. 

„1921 წლიდან 100 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ იწყებს ღია აგრესიას თავისუფლებისმოყვარე, მშვიდობიანი ხალხების წინააღმდეგ. დღეს დარტყმის ქვეშაა უკრაინა. ეს დარტყმა სინამდვილეში ეკუთვნის აბსოლუტრურად ყველა თავისუფალ მოქალაქეს მსოფლიოში და ასევე, გვეხება ჩვენც.

უკრაინის სახელმწიფოებრიობასთან ერთად, დღეს სასწორზეა ჩვენი სახელმწიფოებრიობაც. ამიტომ ჩვენი ვალია, გამოვხატოთ სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ერის მიმართ. 

მე-20 საუკუნეში რუსეთმა უამრავი ტანჯვა მოუტანა მსოფლიოს, კაცობრიობას და მათ შორის, საქართველოს. 21-ე საუკუნეში ამის უფლებას მას არავინ მისცემს. მსოფლიო არის სხვანაირი, ძლიერი, კონსოლიდირებული, მშვიდობიანი და ის არ დაუშვებს ჰიტლერსა და სტალინს 21-ე საუკუნეში. ამასთანავე, ჩვენ, ყველას, ჩვენი ინდივიდუალური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ვალი გვაქვს – ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ამ არჩევანს არ სჭირდება არავის მითითრება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა უკრაინის მიმართ პასიური პოზიციის გამო და განაცხადა, რომ ის არასწორ მხარეს დგას. 

„მე არ ვაპირებ არანაირი მოწოდების გაკეთებას ამ პრორუსული გუნდის მიმართ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ მთავრობის მოქმედებას. ყველას ვალია, გამოვიდეთ და ვთქვათ ხმამაღლა, რომ საქართველო უკრაინის გვერდზე დგას. საქართველო დგას თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის და დასავლური ფასეულობების გვერდზე“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

რუსეთი უკრაინას თავს თბილისის დროით 07:00 საათზე დაესხა. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პირველი, ვინც რუსეთის აგრესიას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო. დაახლოებით 12:00 საათზე განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რასაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც მოჰყვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]