weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების გამოცდილებას უკრაინას ვუზიარებთ – მერაბიშვილი

19:04 შაბათი, 05 მარტი 2022

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეხმაურება ჰააგის სასამართლოს მიერ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე გამოძიების დაწყებას. როგორც მერაბიშვილი ამბობს, აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის გენპოროკურატურასთან და 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებულ გამოცდილებას უზიარებს. 

„ტრიბუნალის გამომძიებლები უკვე იმყოფებიან უკრაინაში და უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ. ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში. 

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან, მათ შორის, 2008 წლის ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით.

ჩვენ, მთელ ჩვენს გამოცდილებასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ რუსმა ოკუპანტებმა, როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენმა, ასევე დანაშაულებრივი ბრძანების გამცემმა პირებმა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, პასუხი აგონ ყველა იმ უკანონობისთვის, რაც მათ ჯერ საქართველოსა და შემდგომ უკრაინაში ჩაიდინეს“, – წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

2 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში, 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე. როგორც პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შესწავლისას, მისმა ოფისმა უკვე იპოვა დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები ჩადენილი იქნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]