არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავარიას დაშავებული 9 წლის ბავშვის და, დედა, მამა და ბებია ემსხვერპლნენ.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს 5863 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 449 ადამიანი დაიღუპა. ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია საპირისპირო ზოლში გადასვლა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და დისტანციის დაუცველობა. წლის განმავლობაში დაშავდა 7705 ადამიანი, მათ შორის 754 ბავშვი. 944-ჯერ დაეჯახნენ ფეხით მოსიარულეებს, რის შედეგადაც 77 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ თემაზე: