განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბერს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ის ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ თავს იცავდა.
37 წლის ანტონ მაისურაძე გასული წლის 7 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდებოდა, რომ დაკავებულსა და მის ნაცნობს, 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ანტონ მაისურაძემ მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი 37 წლის კაცი ბორჯომში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ანტონ მაისურაძე წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა მონასტერი თვითნებურად დატოვა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტი საბოლოოა და არ საჩივრდება.