weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა – დეკანოიძე

23:38 ხუთშაბათი, 17 მარტი 2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი (გია) ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გაავრცელა.

„ამასობაში, გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმე ომის პირობებში“, – დაწერა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში.

2021 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურამ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის მტკიცებით, ლორთქიფანიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დაეხმარა. ლორთქიფანიძე ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ნოემბრიდან გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2009-2012 წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მას უკავშირებენ 2012 წელს საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას, გაწვრთნასა და შეიარაღებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]