ბახვა ჩიქობავა უკრაინელების მხარეს 2014 წლიდან იბრძოდა. ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში და დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
დადასტურებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 17 მარტს, კიევის ოლქის ქალაქ ირპენში სასიკვდილოდ დაიჭრნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ.