weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზმაუს სამეურვეო საბჭოს „ახალ კვირაში“ შესაძლო ცენზურაზე მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდეს

18:44 ორშაბათი, 28 მარტი 2022
პრესკონფერენცია საზმაუსთან / ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფოტო პრესკონფერენცია საზმაუსთან / ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფოტო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს მიმართავს, გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანისა და ჟურნალისტების განცხადების საფუძველზე, დაიწყოს მოკვლევა ჩარევის საკითხზე.

ქარტიის წარმომადგნლებმა დღეს, 28 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ შენობასთან პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ ამბების მოკვლევა და ძალიან საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ის განცხადება, რომელიც ჟურნალისტებმა გააკეთეს. რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისაც კი შეიძლება შეხება ჰქონოდა ამ საქმესთან.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გაიხსენებს საკუთარ მოვალეობას, რადგან სწორედ მის მოვალეობაში შედის ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ რუხაძემ ჟურნალისტებთან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა ხვალ, 29 მარტს არის დაგეგმილი.

გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე საუბრობენ. როგორც მათ 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს,  არხის მენეჯმენტს რესპონდენტებისა და ორაგანიზაციების ე.წ. შავ სია ჰქონდა. გარდა ამისა, როგორც იმედა დარსალია ამბობს, ორი წლის განმავლობაში „ახალ კვირაში“ პოლიტიკა „ოფიციალურად აკრძალული“ იყო.

„ჟურნალისტს, რომელიც საერთაშორისო საკითხებზე მუშაობდა, საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულებზე მომზადებული სიუჟეტიც დაუბლოკეს. დაიბლოკა ბელარუსის აქციები ანალიტიკურ ჭრილში, ანუ არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისადმი სიუჟეტი კრიტიკული ყოფილიყო, რაც კატასტროფაა. ასევე ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა - როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე არ უნდა დავწეროთ, რადგან ვციტირებ: „ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია“, – განაცხადა დარსალიამ.

გადაცემა „ახალი კვირა“ 2022 წლიდან ეთერში აღარ გადის. გადაცემის ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა არხის ხელძღვანელობის მხრიდან ზეწოლა და საქმიანობაში ჩარევა უარყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2022 წელს მისი დაფინანსება 82 მილიონი ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]