weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გია დვალი: საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური განტოლებიდან სინდისი ამოიღო

13:05 პარასკევი, 08 აპრილი 2022

„როდესაც მთავრობა სისტემატიურად აკეთებს განცხადებებს, დიდი სიამაყით, დიდი გონორით (იმას აღარ ვამბობ, რა კონტექსტში და რა ადგილზე გაკეთდა პირველად ეს განცხადება), რომ სანქციებს ვერ მივუერთდებით, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული პოზიცია, ერთი გამონათქვამი წყალში ყრის ყველაფერს“, – განაცხადა ფიზიკოსმა გია დვალმა.

უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო საქართველოს მთავრობა ფიზიკოსმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკრიტიკა.

„ადამიანებს გამუდმებულად გვაქვს კონფლიქტი ე.წ. გადარჩენის ინსტიქტსა (რომელიც კონტროლდება პრაგმატიზმით და ა.შ.) და ე.წ. სინდისს შორის. ყოველთვის გვიწევს კომპრომისები სინდისსა და ამ გადარჩენის ინსტიქტს შორის. ძირითადად, ეს კომპრომისები პატრა-პატარაა. კოლექტივში, მაგალითად მთავრობაში ან პარტიაში, როდესაც არის ადამიანი ყოველთვის არის საშიშროება, რომ სინდისის როლი შემცირდეს. ეს კოლექტიური მოვლენაა. კოლექტივში ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს დანაშაულები, რომელსაც ცალკელული ადამიანი ვერც წარმოდგენდა.

სახელწმიფოების შემთხვევაშიც ასევეა – ანუ არის კომპრომისი სინდისსა და პრაგმატიზმს შორის. განვითარებულმა სახელმწიფოებმა მოიფიქრეს მექანიზმი, როგორ შეიძლება, რომ სინდისი ამ კოლექტიურმა ეფექტმა არ წალეკოს და ეს არის ფასეულობები. ანუ ქვეყნები აყალიბებენ ფასეულობებს და ამობენ, რომ ეს არის ჩვენი ორიენტირი, აქედან ვერ გადავუხვევთ. დღევანდელ გსნვითარებულ მსოფლიოს აქვს კარგად ცნობილი ფასეულობები, რომლებსაც საქართველოც, ჩვენი საზოგადოებაც უერთდება.

როდესაც პოლიტიკურ ფორმულას ადგენს ესა თუ ის ქვეყანა, ის მასში ითვალისწინებს სინდისს, პრაგმატიზმს – რაღაც პორციებით. ახლა რა მოხდა: აქამდე ევროპული სახელმწიფოები, დასავლეთი, როდესაც ლაპარაკი იყო უკრაინის, საქართველოს და ა.შ. მიმართ მხარდაჭერაზე, სინდისს იმ დონით ვერ ითვალისწინებდნენ, მაგრამ ახლა მოხდა რევოლუცია, ანუ ამ უკრაინის ომმა ამოაყირავა ყველაფერი. საქართველოს მთავრობა პირიქით – ანტიფაზაშია. საქართველოს მთავრობამ ამ პოლიტიკური განტოლებიდან სინდისი ამოიღო. ამას სალანძღავად კი არ ვიძახი“, – განაცხადა გია დვალმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა: „მინდა, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, რადგან აღნიშნული მხოლოდ გაცილებით უფრო მეტად დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეოაბს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]