weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში მედიკამენტის რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდა

13:01 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

დღეიდან, 11 აპრილიდან, ექიმი ვალდებულია, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება.

მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს ამ რეცეპტს, შემდეგ ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს შესთავაზოს 3 ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, თუ რომელიც წამალი შეიძინოს.

ჩვენი მოლოდინია, რომ ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების შესაძლო ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ეს, რა თქმა უნდა, დაეხმარება იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ - თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ რეფორმა „ძალიან წარმატებული იქნება, ხალხის კეთილდღეობას წაადგება და მათ ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე“.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, ევროპაში, ამერიკაში, პრაქტიკულად ყველგან. მე თავად მინახავს და ალბათ თქვენ, ვისაც გქონიათ საშუალება, შემთხვევა, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობთ ევროპაში, ამერიკაში, გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს და თავად ირჩევს მომხმარებელი, რომელი შეიძინოს - ძვირიანი, იაფიანი, ნაკლებად იაფიანი და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რეცეპტის გამოწერასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცვლილება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უკავშირდება. დღეიდან, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით იქნება შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]