weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

EU-ის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით საქართველომ კითხვარი მიიღო

14:50 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

ევროკავშირის კომისრმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკომისიამ შეაფასოს, მზად არის თუ არა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„ამ კითხვარიდან გვსურს გავიგოთ, სად არის თქვენი ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. ამის კიდევ ერთი ნაწილი იქნება თქვენი შესაბამისობა ევროკავშირის კანონთან.

ეს არის პირველი ნაბიჯი თქვენს ევროპულ გზაზე ჩვენი მხრიდან და ჩვენ მზად ვართ თქვენთან ძალიან სწრაფად ვიმუშაოთ, რაც შეიძლება სწრაფად, რათა ევროპის საბჭოს მოსაზრება მივაწოდოთ“, – უთხრა ევროკომისარმა ვარჰეიმ მინისტრ დარჩიაშვილს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და „ევროპული მომავალი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია“.

„მზად ვართ დაუყოვნებლივ დავიწყოთ კითხვარზე მუშაობა. დიდი მადლობა და იმედი გვაქვს, რომ საქართველო წარმატებული იქნება ამ ევროპულ გზაზე“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა. პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს განაცხადი წარადგინა. მას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა წევრებმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. უკრაინამ კითხვარი 8 აპრილს მიიღო. დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში გადასცა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, ევროკომისიის მოსაზრების საფუძველზე ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 27 წევრი ქვეყნის თანხმობა. ამის შემდეგ, დაიწყება სრულუფლებიან წევრობაზე ფორმალური მოლაპარაკებების პროცესი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]