weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინამ EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად კითხვარი მიიღო

23:02 პარასკევი, 08 აპრილი 2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა კითხვარი, რომლის შევსება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებელი წინაპირობაა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართება.

„ჩვენ ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ ვიცით, ამიტომ, კითხვარის შევსებას დასჭირდება არა წლები, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, არამედ კვირები“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ „უფრო და უფრო ახლოს არიან ევროკავშირთან“.

„ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის განაცხადს ევროკავშირში შესვლაზე ევროპული საბჭო ამ ზაფხულს წარადგენს. საჭიროა ეს უფრო ადრე მოხდეს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის დასაჩქარებლად. ახლა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში იმყოფება. მან ბუჩაში ნახა „რუსული სამყაროს“ შედეგები. ჩვენ ნამდვილად არ გავჩერდებით, უკრაინა იქნება ევროკავშირში. ჩვენი ხალხი ამას ყველაზე მეტად იმსახურებს. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 28 თებერვალს, რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს მოაწერეს და დოკუმენტი ბრიუსელში გაგზავნეს. მას შემდეგ განაცხადები საქართველომ და მოლდოვამაც წარადგინეს. 1 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკომისიისგან კითხვარს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]