weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოში ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში აირჩია

17:04 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022
ვასილ მაღლაფერიძე, ლაშა ტუღუში და ლიკა ბასილაია-შავგულიძე ვასილ მაღლაფერიძე, ლაშა ტუღუში და ლიკა ბასილაია-შავგულიძე

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად წარდგენილი სამი კანდიდატიდან ორს – ვასილ მაღლაფერიძესა და ლაშა ტუღუშს დაუჭირა მხარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო, 83-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 19 კი მისი არჩევის წინააღმდეგი იყო. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ლაშა ტუღუში 108 ხმით, ერთხმად, აირჩიეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხარი პარლამენტის 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მათ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევად 76 დეპუტატის ხმა საკმარისი იყო.

საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიან სამეურვეო საბჭოში 3 ახალი წევრი უნდა აერჩია – ერთი საპარლამენტო უმრავლესობის, ერთი სახალხო დამცველისა და ერთიც საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]