weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ „აზოვსტალზე“ შეტევა დაიწყეს

12:44 სამშაბათი, 19 აპრილი 2022

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის სპეციალურმა ჯგუფებმა ქალაქ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიულ კომბინატზე, „აზოვსტალზე“ შეტევა ნაწილობრივ დაიწყეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახალხო მილიციის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა განაცხადა.

„ამ ობიექტზე შტურმისთვის შერჩეულმა ჯგუფებმა ნაწილობრივ დაიწყეს მუშაობა. ამაში ძალიან გვეხმარება რუსეთის ფედერაცია - ეს არის ავიაცია და არტილერია. უახლოეს მომავალში უკრაინელი ხალხის ეს ფსევდო დამცველები მაინც დანებდებიან და ხალხი მშვიდად ამოისუნთქებს“, – ციტირებს რუსული მედია ბასურინის განცხადებას.

ამასთან, დღეს, 19 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ მყოფებს კიდევ ერთხელ სთავაზობენ დანებებას, რისთვისაც დროს 12:00 საათამდე (ადგილობრივი დროით) აძლევენ. უწყების წარმომადგენელმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც იარაღს დადებს, სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „აზოვსტალში“ უკრაინული დაჯგუფებები არიან გამაგრებულნი. სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის თქმით, კომბინატის ტერიტორიაზე უკრაინის ძალოვანი უწყებების არაუმეტეს 2500 წარმომადგენელი რჩება, მათ შორის არიან „აზოვის“ მებრძოლებიც.

გუშინ მიმართვა გაავრცელა „აზოვის“ პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ და თქვა, რომ „აზოვსტალს“ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილი ჯარისკაცი აფარებს თავს. პროკოპენკომ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, მათი უსაფრთხოება და ევაკუაცია უზრუნველყონ.

აზოვის ზღვასთან მდებარე ქალაქი მარიუპოლი თითქმის სრულად არის ოკუპირებული რუსეთის ჯარების მიერ. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ქალაქში შენობების 95% განადგურებულია. წინასწარი ინფორმაციით, მარიუპოლში 22 ათასამდე ადამიანია დაღუპული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]