weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალის ციხიდან უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს

15:22 სამშაბათი, 19 აპრილი 2022

ცხინვალის ციხიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოთხი თვის წინ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი.

გათავისუფლების შემდეგ კანიაშვილმა განაცხადა, რომ 2021 წლის 9 დეკემბერს სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რის შემდეგაც ცხინვალში წაიყვანეს.

„ზედმეტ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

 

ამ თემაზე:

2021 წელს ოკუპანტებმა აფხაზეთის მიმართულებთ 11, ცხინვალისკენ კი 70 მოქალაქე დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]