weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაათავისუფლა ჟურნალისტები, რომლებმაც „შავ სიებზე“ ისაუბრეს

12:44 შაბათი, 30 აპრილი 2022

„პირველი არხის“ გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი და ჟურნალისტები, რომლებმაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავის სიების არსებობაზე ისაუბრეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმედა დარსალიამ, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ბრძანება 29 აპრილს მიიღეს.

„გაგვიშვეს სამსახურიდან. მიზაზი წერია „ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება“. 100%-ით სიმართლეს ვამბობთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ფაქტები გადაცემული გვაქვს სახალხო დამცველისთვის და ისიც სწავლობს ამ საქმეს“, – განაცხადა იმედა დარსალიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში პრესკონფერენციას ჩაატარებენ, სადაც ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებენ.

თამთა ჯანაძე სამსახურიდან გათავისუფლებას „სამაგალითო დასჯად“ აფასებს.

„ფაქტობრივად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხვა თანამშრომლებს დაანახა, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, მათაც უსამსახუროდ დარჩენა ელით.

სიმართლე იცის ყველამ – საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა. თავის მოკატუნების ხარისხშია განსხვავება, თორემ აბსოლუტურად ყველამ იცის, რა ხდება იქ. ჩვენ რომ ამ ყველაფერზე არ ვსაუბრობთ ფაქტების გარეშე, ესეც ყველამ იცის“, – ამბობს თამთა ჯანაძე.

ყოველკვირეული გადაცემა „ახალი კვირა“ 2022 წლიდან ეთერში აღარ გასულა. თებერვალში გადაცემის წამყვანმა იმედა დარსალიამ პირველად თქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში „შავი სიები“ იყო და გარკვეული თემები იბლოკებოდა. გადაცემის ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა არხის ხელძღვანელობის მხრიდან ზეწოლა და საქმიანობაში ჩარევა უარყო. დარსალიამ, ჯანაძემ და ზედელაშვილმა 25 მარტს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც „შავ სიაში“ მყოფი კონკრეტული პირები დაასახელეს. როგორც იმედა დარსალიამ აღნიშნა, ორი წლის განმავლობაში „ახალ კვირაში“ პოლიტიკა „ოფიციალურად აკრძალული“ იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]