weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საკონსტიტუციო სასამართლო ლონდა თოლორაიას და სახალხო დამცველის სარჩელებს განიხილავს

13:37 სამშაბათი, 17 მაისი 2022

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია საქმის „ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებით განხილვას იწყებს. სხდომები 18-20 მაისს გაიმართება.

„კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანამდევ შედეგებს. ამასთანავე, სადავოდ არის გამხდარი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს 28 იანვარს მიმართა, ხოლო სახალხო დამცველმა 8 თებერვალს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რის შედეგადაც პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, ლონდა თოლორაიას და მის მოადგილეებს კი უფლებამოსილება შეუწყდათ.

ლონდა თოლორაია პარლამენტმა თანამდებობაზე 6 წლით აირჩია და უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ივლისში ეწურებოდა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ ორი ახალი უწყება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები შეიქმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]