weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის კვოტით ლიკა ბასილაია-შავგულიძე აირჩია

23:03 სამშაბათი, 24 მაისი 2022
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძე აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მას 52-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურა ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი.

„არ შეიძლება, დიდი მადლობა არ გადავუხადო საპარლამენტო ოპოზიციას იმისთვის, რომ მხარი დამიჭირა და ბოლომდე გაიტანა ჩემი კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. ყველას დიდი მადლობა – „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „გირჩებს“, გახარიას გუნდს და „მოქალაქეებს“, ასევე გიორგი ვაშაძის გუნდის წევრებს და ფრიდონ ინჯიას გუნდს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

მისივე თქმით, სამეურვეო საბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ხალხის ნდობის და ინტერესის გაზრდაზე იმუშავებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან შედგება. წელს პარლამენტმა 3 ახალი წევრი დაამტკიცა: საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით – ვასილ მაღლაფერიძე, სახალხო დამცველის წარდგინებით ლაშა ტუღუში და საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით ლიკა ბასილაია-შავგულიძე. მეურვის უფლებამოსილების ვადა 6 წელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]