UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი და ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალურ მდივნად აირჩია.
ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ჩენგდუში იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.
ამ თანამდებობის დაკავებამდე ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. 2012 წლიდან იგი მეორედ დაინიშნა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.