weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახმეტაში თუშმა ახალგაზრდებმა „ალტ-ინფოს“ ოფისის დახურვა მოითხოვეს

20:15 შაბათი, 28 მაისი 2022

ქალაქ ახმეტაში თუშმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს დ პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რაიონული ორგანიზაციის ოფისის დახურვა მოითხოვეს. მათ მიაჩნიათ, რომ ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიურ რაიონში პრორუსული პარტიის ოფისის არსებობა სირცხვილია.

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ წევრები მათ ოფისთან საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დოშებით მისულ ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„თქვენ მშვიდობა არ გინდათ, თქვენ გინდათ ომი! გრანტებზე გაყიდული ნაძირალები ხართ. დაიკარგეთ აქედან. ტრ..ის ჩახდით გინდათ სამშობლოს გამთლიანება?“, – უთხრა მათ პრორუსული პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კარჭაულმა, რომელიც დღეს ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ და მეფე ერეკლე მეორის „დასაცავად“ გამართულ აქციაზე იყო.

„საქართველოს 20% რომ რუსეთს აქვს დაკავებული, მაგის გამო ვარ აქ მოსული. რატომ არ მივედი სხვაგან? რატომ მგონია, რომ ეს არის ზუსტად პრორუსული? 

„ალტ-ინფოს“ არსებობას ვაპროტესტებ, რუსეთის ოკუპაციას ვაპროტესტებ და რომ უნდათ, რომ მთელი საქართველო რუბლებზე მიჰყიდონ რუსეთს, მაგას ვაპროტესტებ! რომ ჰგონიათ, რომ აქ დოლარების და ევროების გამო ვარ მოსული, მაგას ვაპროტესტებ! მე აქ ჩემი ნებით და ჩემი გულისტკივილით ვარ მოსული. მინდა ჩემი აზრი გამოვხატო, როგორც საქართველოს მოქალაქემ. ჩვენი, ახალგაზრდობის ხელშია ჩვენი სამშობლო და გვინდა წინ წავიდეთ, აღარ ვიყოთ რუსეთის ბრჭყალებში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ახმეტის ცენტრში, მერიის მოპირდაპირე მხარეს, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტია თებერვლიდან მუშაობს. ოფისი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, კახა მამულაშვილის ფართშია განთავსებული.

ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ მიერ გასული წლის ნოემბერში დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა რეგიონებში, სადაც ისინი ძირითადად რაიონულ ცენტრებში არიან წარმოდგენილნი. რიგ ადგილებში, მათ შორის, მესტიაში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ხულოში, შუახევში, ქობულეთში, მარნეულსა და საგარეჯოში ოფისების გახსნა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. მესტიაში, ზუგდიდსა და ქობულეთში პრორუსული პარტიის მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ღიად უჭერს მხარს რუსეთის ხელისუფლებას. მისმა ლიდერებმა ჯერ კიდევ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადეს, რომ მზად არიან რუსეთთან „არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დასაწყებად“, არამედ მასთან „მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირული ურთიერთობის“ დასამყარებლად. ისინი, საკუთარი ტელევიზიის ეთერებში, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამართლებას ცდილობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]