„გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“, – ნათქვამია ტაძრების წინამძღვრებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
რამდენიმე დღის წინ თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან გამართულ აქციაზე ქართლ-კახეთის მეფის წმინდანად შერაცხვა მოითხოვეს.
აქცია, რომლის მონაწილეთა უმრავლესობა თელავის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები, პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ აქტივისტები და საჯარო მოსამსახურეები იყვნენ, მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის გამო გააკრიტიკა და დღევანდელობასთან გაავლო პარალელი. კერძოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში ბერძენიშვილმა თქვა: „სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და „ომი გინდათ?!“. ხო, ერეკლემაც ეგ თქვა, რა – აბა, ომი გინდათო, კაცო“.