weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

გორის კულტურის სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღებაშია ბრალდებული

12:30 ორშაბათი, 13 ივნისი 2022
გორის მერიის შენობა 26 მაისს გორის მერიის შენობა 26 მაისს

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს პროექტების მენეჯერი ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმე ეხება 26 მაისის ღონისძიების ორგანიზებას.

გორის ააიპ-ის ბრალდებული თანამშრომელი მაია შარაშენიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, სააგენტოს პრეს-სამსახურში კი განაცხადეს, რომ ის გასული კვირიდან შვებულებაშია.

მაია შარაშენიძის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის თქმით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

„მიმდინარეობს გამოძება. ვინაიდან მაქვს ვალდებულება, არ გავახმაურო გამოძიების ინფორმაცია, სხვა დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან თედლიაშვილმა.

მაია შარაშენიძე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში 2017 წლიდან მუშაობს. ტელეკომპანიების „მთავარისა“ და „ფორმულას“ ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ორგანიზების პროცესში, ის გაურიგდა კომპანიას, რომლისგანაც სააგენტომ პიროტექნიკა შეიძინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს საქმესთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. ორი თვის წინ, სუს-მა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი 143 985 ლარის მითვისების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მტკიცებით, ლეილა წკრიალაშვილმა თანხა აზარტულ თამაშებში დახარჯა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]