weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2022

ხალხი არ დაღლილა, უბრალოდ ოპოზიციის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული – ლომჯარია

16:58 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აქციას „შინ ევროპისკენ“ გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული საზოგადოება უფრო პროგრესული და ევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. 

საკუთარი შთაბეჭდილებები ნინო ლომჯარიამ ხუთ პუნქტად ჩამოაყალიბა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა;

2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს;

3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა;

4. მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქტი;

5. ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის, თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად“, – წერს ნინო ლომჯარია.

გუშინ, 20 ივნისს, აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აქციის დისკრედიტაციას ცდილობდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციასაც უწოდებდა, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით ათასი ადამიანი მაინც შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და იმავე დროს, გააპროტესტეს ხელისუფლების ქმედებები, რის შედეგადაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ვერ მიიღო. აქციის ორგანიზატორებმა - მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა ევროსაბჭოსადმი მიმართვა წაიკითხეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს მწერლებმა, მსახიობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის წევრებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და სტუდენტებმა. გამომსვლელებს შორის არცერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა.

 

ამ თემაზე:

გუშინ ვნახე დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი გამოხატვა პროევროპული არჩევანისა – ჰარცელი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]