weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხევსურეთში ჩარჩენილი 200-მდე ტურისტი ვერტმფრენით გადმოიყვანეს

17:39 ორშაბათი, 27 ივნისი 2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოტო

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, მაცაცო ნარიმანიძის ინფორმაციით, სტიქიის გამო, ბარისახოსა და შატილში ჩარჩენილი 200-ზე მეტი ტურისტი რაიონულ ცენტრამდე ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

გუშინ, გამთენიისას დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. ხევსურეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა რამდენიმე ადგილზე წყალმა წაიღო, ზოგ ადგილზე კი მეწყერი და ღვარცოფი ჩამოვიდა.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ნაპოვნია სავარაუდოდ იმ ტურისტის ცხედარი, რომელიც ფშავში, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის გზაზე მოტოციკლით მიმავალი ღვარცოფში მოჰყვა. ცხედარი არაგვის გაღმა რამდენიმე საათის წინ ნახეს.

„ერთი ტურისტი იყო დაკარგული და ფატალურად დასრულდა ეს შემთხვევა. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ნარიმანიძემ.

მაცაცო ნარიმანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა მხოლოდ ბარისახომდე მიდის. 45-50 კილომეტრზე გზა რამდენიმე ადგილზეა დაზიანებული და გადაადგილება შეუძლებელია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]