weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოხანაშვილმა მე კი არა, მთელ საელჩოს და ამერიკას გაარტყა ხელი – წერეთელი

15:33 პარასკევი, 01 ივლისი 2022
ვატო წერეთელი ვატო წერეთელი

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი და მფლობელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის წევრის მანდატი უნდა დატოვოს, რადგან ქვეყანას თავი მოჭრა.

„ოხანაშვილმა ჩვენს ქვეყანას თავი მოჭრა და მე კი არ გამარტყა ხელი, მთელ ამერიკის საელჩოს გაარტყა ხელი და ამერიკას, ჩემი გადმოსახედიდან. აშშ-ის საელჩოს მიღებაზე გადაწყვიტო ძმაკაცებთან ერთად იძალადო – ამაზე მეტი სირცხვილი ჩვენს ქვეყანას რა უნდა დაემართოს?! უნდა გადადგეს, რადგან ქვეყნის სირცხვილია.

ერთი წლის უკან ინციდენტი რომ იყო პარლამენტში, მე მას ვთხოვდი ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე პასუხს. ჩემი აზრით, მას გულში ჩადებული ჰქონდა და როცა მომენტი ჩაუვარდა, ქვეყნის იმიჯი დაიკიდა ფეხზე“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ინციდენტი გუშინ, 30 ივნისს მოხდა, როდესაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ვატო წერეთელმა ინციდენტში მონაწილე დეპუტატებს შორის ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილიც დაასახელა. ტელეკომპანია „პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე იხსნებს, რომ წერეთელს ოხანაშვილმა და მგალობლიშვილმა დაარტყეს.

ანრი ოხანაშვილის მტკიცებით, ვატო წერეთლის მხდიდან ადგილი ჰქონდა „უბინძურეს, სიბილწის ყოველგვარ ზღვარს გადასულ სიტყვებს და ქცევას“.

„როდესაც მასთან მივედი, ვეკითხებოდი, როგორ გაბედა და რატომ გაბედა ამდენი რამ, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, რაზეც მიიღო პროპორციული პასუხი“, – აღნიშნავს პარლამენტის წევრი.

ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოსგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს და აცხადებს, რომ დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ.

 

ამ თემაზე:

ოდიშარია: აბსურდია რომ 4 დეპუტატი დაორგანიზდა და ერთ კაცზე ანგარიშსწორებაში მიღო მონაწილეობა

პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა – დეპუტატი მგალობლიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]