weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა იწყება

12:04 შაბათი, 09 ივლისი 2022

თბილისის სააპელაციო სასამართლო „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვას იწყებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პირველი სხდომა 19 ივლისს ჩაინიშნა.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოში გამოჩნდება, აპირებს თუ არა ხელისუფლება, შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობები.

„ძალიან კარგია პროცესის ასე მოკლე ვადაში ჩანიშვნა. ძალიან ნათლად გამოჩნდება, აპირებს თუ არა ხელისუფლება გააგრძელოს მართლმსაჯულების ორგანოების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც ბუნებრივია ნიშნავს საქართველოს ევროპული იდეის დასამარებას“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

ორი თვის წინ, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გვარამიასთვის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი (მითვისება და გაფლანგვა) ბრალდება 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდში, სადაც პროკურატურა მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებას ედავებოდა და ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მეორე - ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე შეეფარდა. ამ ეპიზოდშიც ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სცნეს დამნაშავედ. საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მოსამართლის მხრიდან სრულად დაუსაბუთებელია სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2017-2021 წლებში ამ მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული.

მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენის გასაჩივრებას აპირებდა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]