weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

დღეში კოვიდის საშუალოდ 500 შემთხვევა გვაქვს, სტრესის საფუძველი არ არსებობს – მინისტრი

17:21 ორშაბათი, 11 ივლისი 2022

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „საკმაოდ მშვიდი“ მდგომარეობა. მისი თქმით, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება.

„მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევები თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ 3 700 000-იან ქვეყანაში. მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ, ვუმკურნალოთ; ვისაც ესაჭიროება კოვიდის სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტი, რამდენიმე თვის წინ, ეს მედიკამენტიც, „ფაიზერის“ წარმოების „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, რასაკვირველია, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, რაიმე შეზღუდვის ან აკრძალვის დაწესების საფუძველი დღეს არ არსებობს. შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს, აზარაშვილმა უპასუხა, რომ ამის საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება.

„ამ მონაცმებით, 100 და 500 შემთხვევა რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ რაღაცა მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ.

ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია. მაშინ რომ აღგვეღრიცხა, იქნებ ათასობით ყოფილიყო. რადგან კოვიდპანდემია ორი წლის წინაა დაწყებული, მივყვებით სტატისტიკის აღრიცხვას, ეს არის უბრალოდ, თორემ სხვა ვირუსები, თუნდაც მიმდინარე წელს, სტატისტიკურად გაცილებით მეტი გვქონდა და არანაირი პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2570 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ მონაცემებით, დღეში საშუალოდ 367 ადამიანი ინფიცირდებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის BA4 და BA5 შტამები ცირკულირებს, რაც უფრო იოლი გადამდებლობით ხასიათდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]