weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ნიკა გოგაშვილი: დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი, რასაც სოსო აანონსებდა

11:43 შაბათი, 16 ივლისი 2022

ნიკა გოგაშვილი არ გამორიცხავს, რომ მამის, სოსო (იოსებ) გოგაშვილის დაკავება უკავშირდებოდეს 2021 წელს, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებს, რომელთა მიხედვითაც, სასულიერო პირებს, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უკანონოდ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ.

„როგორი მიზეზი არის იცით? ალბათ, ბოლოს კენედის მკვლელობასაც მამაჩემს დააბრალებენ“, – განაცხადა ნიკა გოგაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული დაკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მამამისის მიერ გუშინ გამოქვეყნებული Facebook-პოსტიც იყოს, სადაც ის წერდა, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა მოპოვებული, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.

„იმ ღამესვე შემოვარდნენ, თითქოს, ტერორისტები ვიყოთ.

დიპლომატიურ კორპუსს - ამერიკისას და ევროკავშირისაც - აქვს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, რასაც სოსო აანონსებდა... ძალიან ბევრ რამეზე, დეტალები არ ვიცი“, – აღნიშნა ნიკა გოგაშვილმა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ღამის პირველ საათზე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაკავების ამსახველი კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.

„ჯერ რაღაც კანალიზაციის მანქანა მოვიდა, ვითომ ჭა უნდა გამოეცვალათ. მერე, ორ-სამი მუშა გადმოვიდა და მერე, უცებ მოქანდა ერთი მარშრუტკა, მეორე მარშრუტკა, გადმოცვივდნენ ჯარისკაცები და კარების შემონგრევით შემოვიდნენ. თითქოს, გარეთ კამერებს აზიანებდნენ“, – იხსენებს ნიკა გოგაშვილი.

ნიკა გოგაშვილის თქმით, ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საცხოვრებელ სახლებში თბილისსა და კახეთში, ასევე სიღნაღში მდებარე სასტუმრო „ხირსაში“. სამართალდამცველებმა სოსო გოგაშვილის პირადი მძღოლის სახლიც გაჩხრიკეს.

ამ დროისთვის უცნობია, რისთვის არის დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განცხადება არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]