weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეუღლე ამტკიცებს, რომ სოსო გოგაშვილს ორი იარაღი „ჩაუდეს“

15:44 შაბათი, 16 ივლისი 2022

თეა მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დააკავეს, მათ შორის, 236-ე და 157-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

თეა მარტყოფლიშვილი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მის მეუღლეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი „ჩაუდეს“.

„ღამის ორ საათზე მესმის საშინელი ხმა. 10 წლის ბავშვს ეგონა, რომ... ტერორისტები მოვიდნენ, დედაო? უნდა აგვაფეთქონო? ვერ მივხვდი, კინოში მეგონა თავი. შემოვარდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს, სოსოც ეგრევე დააგდეს. ღამბაშიძე ნაძირალა... პირობას ვდება, რომ ან მე მე ვიქნები ან ღამბაშიძე... წიხლი დაარტყა ბეჭზე [სოსო გოგაშვილს], აქვს დაზიანება და სუნთქვა ძალიან უჭირს. მარჯვენა ლოყა აქვს გასიებული.

მერე ღამბაშიძე და სამი პიროვნება - მათაც ამოვიცნობ - შევარდნენ ოთახში და ჩემი თვალით დავინახე... ბიბლია მომიტანეთ, ხალხო. ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, რომ ლეიბის ქვეშ იარაღი ამოდეს. ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოხსნეს სოსოს კარადა, სადაც მაისურებია და... „კალაშნიკოვი“, „აკაესი“...

როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა?“, – ამბობს მარტყოფლიშვილი.

გარდა იარაღის „ჩადებისა“, თეა მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს ანახეს ლეპტოპი და მეხსიერების ბარათი, რომელიც მანამდე ნანახი არ ჰქონდა. ქალის თქმით, ამ მთავრობას მისი ოჯახის განადგურება უნდა.

„მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, არამედ სდომებია ამ მთავრობას: ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე არის ღირსეული, 1997 წლიდან სტიქაროსანია და არასდროს არის ადვილად მართვადი, ბინძურ საქმეებს ხელს არასდროს მოაწერს.

ბოლოს რატომაც მოიშორეს, ეს იყო უცხოელებთან კონტაქტი. ჩემი ქმრის ნამდვილად ეშინიათ. ვერც წილები, ვერც სიბინძურეები უნახეს. ჩემმა მეუღლემ ასე თქვა, სანამ პატრიარქი ცოცხალი იქნება და სანამ მას უდიერად ვინმე შეეხება, მზად იყავი, რომ მე მის მაგივრად მივდივარ ტყვიაზეო.

შემიძლია პატრიარქთანაც მივიდე, ხატების წინ და ბიბლიაზეც დავიფიცო - ჩვენ მორწმუნე ოჯახი ვართ. ეს ყველაფერი იმიტომ გაუკეთეს, რომ სხვანაირად ვერ მოედავნენ, არ ჰქონდათ სხვა საფუძველი, რომ გოგაშვილი გაეფუჭებინათ“, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

სოსო გოგაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე 2015-2018 წლებში იყო. დაკავებამდე, 15 ივლისს, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა მოპოვებული, რომლებიც დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას წარუდგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]