weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოსო გოგაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

17:39 ორშაბათი, 18 ივლისი 2022
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს, იოსებ (სოსო) გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დახურულ სხდომაზე, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე, 50 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ, გოგაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. სუს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას.

„საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა. 

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები“, – აცხადებენ სუს-ში.

გუშინ, 17 ივლისს, გოგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პერსონალური მონაცემების ხელყოფას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოსო გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც გოგაშვილმა 18 ივლისის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბრალს სდებენ იმის გამო, რომ ამხილა „რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა“. გარდა ამისა, ბრალდებული ამბობს, რომ ჩხრეკის დროს, სუს-ის თანამშრომლებმა ორი ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს.

იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას 2015-2018 წლებში იკავებდა.

 

ამ თემაზე:

მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა ბრალს რუსეთის ჯაშუშის მხილების გამო მიყენებს – გოგაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]