„საქმეები აღძრულია უკრაინის ტერიტორიაზე დაქირავებული პირების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის ფაქტებზე. მიმდინარეობს გამოძიება დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, ნიდერლანდების და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბასტრიკინმა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეები ასევე აღძრულია ე.წ. რადიკალური ნაციონალისტური გაერთიანებების წევრების, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის და შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
რუსეთი უკრაინაში ხუთი თვის წინ, 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მალევე უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონი შეიქმნა, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები წევრიანდებიან. ივნისის მონაცემებით, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ლეგიონს 55 ქვეყნის მოქალაქეები შეუერთდნენ. ლეგიონის სპიკერმა, დემიენ მაგრუმ განმარტა, რომ ყველა ლეგიონერი იღებს იმავე ხელფასს, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ნებისმიერი სხვა სამხედრო მოსამსახურე და, შესაბამისად, არ შეიძლება ისინი დაქირავებულებად ჩაითვალონ.
ამ თემაზე:
რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტზე, დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა