weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტზე, დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა

13:30 სამშაბათი, 19 ივლისი 2022

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ ჟურნალისტზე, დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა. გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული, რომელთაგან ერთი რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკების“ გავრცელებას ეხება.

დმიტრი გორდონი ხშირად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და ვლადიმერ პუტინს კრიმინალსა და „თანამედროვეობის ჰიტლერს“ უწოდებს.

მარტში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების ინფორმაციით, ჟურნალისტმა უკრაინული ტელეარხის ეთერში რუსეთზე შეიარაღებული თავდასხმისა და ბირთვული იარაღის გამოყენებით ომის გაჩაღებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, კომიტეტი აცხადებს, თითქოს, გორდონი უკრაინელებს რუსების განადგურებისკენ მოუწოდებდა და ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ.

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივი და ბედნიერებაა“, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „ეს ნიშნავს, რომ მე პატიოსნად ვასრულებ ჩემს სამოქალაქო და ადამიანურ მოვალეობას“, – თქვა გორდონმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]