weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“: მოსახლეობას ვამშვიდებ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება

13:08 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი ჯერ არ გამოვლენილა.

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცით, საქართველო შედის ქვეყნების პირველ ჯგუფში, სადაც დაავადება არ არის დადასტურებული ან თუ დადასტურებულია, 21 დღე უკვე გასულია.

„ჩვენთან გამოსაკვლევად უკვე დაახლოებით 10 სავარაუდო შემთხვევაა იყო ამ ხნის განმავლობაში წარმოდგენილი. ხაზს ვუსვამ, რომ ამ 10-დან მხოლოდ ერთი დადასტურდა, 9 უარყოფითია. გავაძლიერეთ ლაბორატორიული ზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც პსრ ტექნოლოგიით, ისე გენური სექვენირებით დავსვათ ეს დიაგნოზი. სწორედ ამ მეთოდებით,

10 სავარაუდო შემთხვევიდან 9 უარყოფითია და ერთი დადასტურებული. პაციენტი უკვე კარგა ხანია გაწერილია. ინკუბაციური პერიოდი გავლილია, ანუ შემდგომი გავრცელება აღარ ყოფილა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, გლობალურად „მაიმუნის ყვავილის“ რისკის დონე საშუალოა და უფრო მეტი შემთხვევა ევროპის ქვეყნებში ფიქსირდება.

„საპანიკო არაფერი არის, რადგან აღნიშნულ დაავადებას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს. მოსახლეობას ვამშვიდებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში. როცა საჭიროა მკურნალობა, ტარდება ან ამბულატორიულ ან სტაციონარულ პირობებში, ძირითადად, ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, ისიც ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურად“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთადერთი შემთხვევა ივნისში დადასტურდა. პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

 

ამ თემაზე:

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]