„გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
გუდაურში პარაპლანისტების დასახმარებლად გამოძახებული ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ.