ალინა კაბაევა „რუსეთის ელიტის“ ნაწილშია მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ის რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრია, აქვს ახლო ურთიერთობა პუტინთან და ამჟამად, პრო-კრემლისტური ტელევიზიის „ეროვნული მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელია.
„ის ასევე სანქცირებული იქნა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ აშშ-ში სანქცირებულთა საკუთრებაში ან ფლობელობაში არსებული ყველა ქონება დაყადაღდება.
როგორც The Wall Street Journal-ი წერდა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კაბაევა პუტინის სულ მცირე სამი შვილის დედაა და შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვარგარეთ პუტინის ქონების დამალვაში. ამერიკული გამოცემის თანახმად, კაბაევამ პირველი შვილი 2015 წელს შვეიცარიაში გააჩინა, 2019 წელს კი მოსკოვში გახდა ტყუპების დედა.