weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ლომჯარია: რუსების მიმართ ქსენოფობიაზე ინფორმაცია არ მაქვს, რატომ უკვირთ ნეგატიური განწყობა

13:31 პარასკევი, 05 აგვისტო 2022

„ქსენოფობია აბსოლუტურად მიუღებელია, მით უმეტეს, აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და გამოეხმაურება და დაგმობს, თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს ასეთი პრობლემა“, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქვეყანაში არსებულ „ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიაზე“ ბრიფინგი გამართა და სახალხო დამცველი გააკრიტიკა.

ნინო ლომჯარიას თქმით, თუ კობახიძე ქსენოფობიის კონკრეტული ფაქტები აქვს, შეუძლია სახალხო დამცველის აპარატს მიმართოს.

„ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები, ნამდვილად და ვერ დავადასტურებ. ჩვენ არასდროს მოგვრიდებია არცერთ არაპოპულარულ თემაზე განცხადების გაკეთება.

მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის, თუმცა, 8 აგვისტო მოდის და არავის არ უნდა გაუკვირდეს... ამ ქვეყანაში, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მომმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ან მომავალში იბრძოლებენ, როდესაც მათი სახელმწიფო ან ხელისუფლება დაუძახებთ.

ეს ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა. ბუნებრივია უკმაყოფილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს არცერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში და თუ ასეთ საშიშროებას დავინახავთ, მოვახდენთ რეაგირებას“, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ომისა და ღალატის პარტია“ ცდილობს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა ააგოროს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ „რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს“. კობახიძის თქმით, მარტში სახალხო დამცველს 10 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ქსენოფობიასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა და ახლა, „ჯერჯერობით, არავითარი განცხადება მისგან არ გვესმის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]