„წინა ქსენოფობიური კამპანია როცა აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, მაშინ, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ნინო ლომჯარიას 10 დღე დასჭირდა, ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის სახახლო დამცველის პირდაპირი მოვალეობა.
როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი, პირველივე დღეს და პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. მარტში 10 დღე დასჭირდა. ახლა, ჯერჯერობით, არავითარი განცხადება მისგან არ გვესმის.
ნუ, ეს ადამიანი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და როგორც მამუკა მდინარაძემაც აღნიშნა, ის იყო პირდაპირ ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება, ე.წ. ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის წამოყენება. ცდილობს პოლიტიკოსობას - რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს. თუ არ ვცდები, 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც არაფორმალურად დღესაც აქვს. დეკემბერში ალბათ გახდება პოლიტიკოსი“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ომისა და ღალატის პარტია“ ცდილობს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა ააგოროს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ „რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს“.
„ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი ლობისტების შესრულებით. რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია – ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გმობს „ქსენოფობიურ კამპანიას“.
ამ თემაზე:
ლომჯარია: რუსების მიმართ ქსენოფობიაზე ინფორმაცია არ მაქვს, რატომ უკვირთ ნეგატიური განწყობა