weather cur horoscope tv
ოქტომბერი 12, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

კახეთის გუბერნატორად პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დაინიშნა

13:52 ორშაბათი, 29 აგვისტო 2022

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი ალადაშვილი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მან ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა.

ახალ გუბერნატორთან შეხვედრა დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

„კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. გიორგი ალადაშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გიორგი ალადაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2021 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე, ოთხი თვის განმავლობაში, ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა და კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. სხვადასხვა წლებში გიორგი ალადაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.

2022 წლის აპრილში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ალადაშვილს ჰყავს მეუღლე, ნინო კოვზიაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწედ მუშაობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]