weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

თუშეთში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება

15:42 ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები 7 სექტემბრიდან იწყება. მოქალაქეებს მომსახურების მიღება უფასოდ შეეძლებათ.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ასევე უფასოა მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

2023 წლის იანვარში მიწის აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები ქვემო ალვანში, ოჟიოსა და ქისტაურში განხორციელდება. ქალაქ ახმეტაში სამუშაოების ჩატარება ივნისში იგეგმება, მაღრაანში - ოქტომბერში, ზემო ხოდაშენში, საკობიანოსა და შახვეტილაში - დეკემბერში. სისტემური რეგისტრაციის პროექტი სოფლებს - ხალაწანს, ჯოყოლოსა და დუისს 2024 წლის ივნისში მოიცავს, ხოლო კასრისწყალს იმავე წლის ოქტომბერის თვეში.

სისტემური რეგისტრაციის პროცესი 59 მუნიციპალიტეტში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.

სისტემური რეგისტრაციის ძირითადი ეტაპებია:

  • საველე სამუშაოები, მიწის ნაკვეთების აზომვა;
  • ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება;
  • საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სპორადული რეგისტრაციაც, რომელიც დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე იწყება და ფასიანია. ამ შემთხვევაში, საამზომველო სამუშაობს თავად დაინტერესებული პირი აწარმოებს. 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე, ე.წ. სპორადული წესით წარდგენილ განცხადებებზე მოქალაქეებს დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევთ.

სისტემური ან სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს სოციალური სტატუსი არ მოეხსნებათ.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. გამონაკლისია თვითმმართველი ქალაქების - თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის ტერიტორიები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში სისტემური წესით 1.2 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას გეგმავს.

სისტემური რეგისტრაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2020 წლის 30 მარტს გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრებით ფინანსდება. საამზომველო სამუშაოები (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, საველე ინფორმაციის მოძიება) და მონაცემების სამართლებრივი დამუშავება ხორციელდება პარალელურ რეჟიმში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ელექტრონული პროგრამით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]