weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იარაღით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს

10:51 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს არჩილ დევრიშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიჩნია, რომ დევრიშაძე მტკიცებულებების მოპოვების პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის და მოწმეებზე ზეწოლას ვერ მოახდენს.

აჭარის პროკურატურამ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანაშემწე-გამომძიებელი არჩილ დევრიშაძე 2017 წლის ივლისში დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ივლისს არჩილ დევრიშაძემ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მოქალაქე რომან ქათამაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. რომან ქავთარაძემ გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც არჩილ დევრიშაძე მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა მოკვლით. მან ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რომან ქავთარაძის მეგობარს და ლანძღვა-გინება დაიწყო იქვე მყოფი სხვა პირების მიმართ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ პოლიციელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]