weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საპატრიარქომ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მოგზაურობის განრიგი გამოაქვეყნა

12:36 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

საქართველოს საპატრიარქომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში მოგზაურობის ოქტომბრის თვის სავარაუდო განრიგი გამოაქვეყნა. 5-9 ოქტომბერს წმინდა ნაწილები ნეკრესის ეპარქიში იმოგზაურებს, 9-11 ოქტომბერს კი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში.

სიწმინდის მოგზაურობის განრიგი ასეთია: საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია - 11-13 ოქტომბერი; მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია - 13-15 ოქტომბერი; რუსთავის ეპარქია - 15-17 ოქტომბერი; გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია - 17-19 ოქტომბერი; ბოლნისის ეპარქია - 19-21 ოქტომბერი; დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია - 21-23 ოქტომბერი; მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია - 23-25 ოქტომბერი; აგარაკ-წალკის ეპარქია - 25-27 ოქტომბერი; ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია - 27-29 ოქტომბერი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია - 29-31 ოქტომბერი.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოგზაურობს. ამდროისთვის სიწმინდე უკვე იმყოფებოდა ალავერდისა და ხორნაბუჯის ეპარქიაში.

წმინდა ნაწილები ინდოეთიდან 23 სექტემბერს ჩამოიტანეს და საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლოებით 1570-1624 წლები), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე. დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოტანა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 343 000 ლარით ფინანსდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]