weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები მასშტაბური აქციების დაწყებას აპირებენ

20:33 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. სოსო ოსორაულის ძმა, კობა ოსორაული, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

კობა ოსორაულის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციას შედეგი არ მოჰყვა - „არც გამოგვხმაურებია არავინ.“

„ყველას დავუძახებთ და ფარტომასშტაბიან აქციებს გავმართავთ. ამანაც თუ არ მოიტანა შედეგი, შიმშილობას გამოვაცხადებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესასვლელში კარავს დავცემ და შეიძლება ძალით მოუწიოთ ჩემი გამოტანა! ეს ყველაფერი არჩევნებამდე იქნება!“, - უთხრა კობა ოსორაულმა „რეგინფოს“.

მისივე თქმით, სოსო ოსორაულის გარდაცვლილად გამოცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს, მაშინ, როდესაც ოჯახის წევრების მტკიცებით, სოსო ოსორაული ცოცხალია:

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა პირდაპირ მითხრა, ჩვენ მეტის თავი არ გვაქვსო. არადა, კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, რომ ჩემი ძმა ცოცხალია. დეტალების გახმაურება ჯერჯერობით არ მინდა, თორემ ამასაც გააფუჭებს საგარეო საქმეთა სამინისტრო“.

41 წლის სოსო ოსორაული კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების, „23 მარტის მოძრაობის“ ტყვეობაში 8 თვის წინ ჩავარდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები კონგოელ მფრინავებს მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სოსო ოსორაული გარდაცვლილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]