weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მეგის ქარდავას ოთხი ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

15:49 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1-ელ ნოემბერს დაკავებულ მეგის ქარდავას თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.

მათივე ცნობით, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40 დღიანი პატიმრობა შეეფარდა და დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა.

ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]