weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

17:49 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

კახეთის საოლქო პროკურორმა ვაჟა ფანოზიშვილმა 2016 წელს ხელფასთან ერთად დანამატი 23-ჯერ მიიღო, სულ ჯამში 101 240 ლარი, რაც პრემიერ-მინისტრის ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტია. საოლქო პროკურორის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უკლებლივ ყველა მინისტრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურებასაც.  

ვაჟა ფანოზიშვილი კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 2014 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები საქართველოს მთავარ პროკურატურის აპარატში და ქალაქ თბილისის პროკურატურაში. 2017 წლის 26 სექტემბერს იგი ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვაჟა ფანოზიშვილმა 2016 წელს 101 240 ლარი მიიღო, მათ შორის, დანამატის სახით, - 66 080 ლარი, რაც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საოლქო პროკურორის თანამდებობრივ სარგოს. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №35 ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისის პროკურორის, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ პროკურორების, ასევე საოლქო პროკურორების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2930 ლარია, რაც წელიწადში 35 160 ლარს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ კახეთის პროკურორის ანაზღაურება აღემატება საქართველოს ყველა სხვა საოლქო პროკურორის ხელფასს. მაგალითად, ქვემო ქართლის პროკურორმა ლევან გეგეჭკორმა 2016 წელს მიიღო 99 260 ლარი, აჭარის ა/რ პროკურორმა ლევან პაქსაშვილმა - 98 439 ლარი98 240 ლარი მიიღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ ვაჟა ფანოზიშვილმა 2015 წელსაც სხვა საოლქო პროკურორებზე მეტი ანაზღაურება მიიღო - ჯამში 100 765 ლარი, რაც ასევე ბევრად აღემატებოდა გუბერნატორების, რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებისა და სხვა მაღალჩინოსნების ხელფასებს. 

შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, პარლამენტის თავმჯდომარისა - დაახლოებით 80 000 ლარი. 2016 წელს 51 370 ლარი შეადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებულმა წლიურმა ხელფასმა. საქართველოს მთავრობის წევრების - მინისტრების წლიური ანაზღაურება 75 000 ლარია, პარლამენტის წევრებისა კი, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 55 000-დან 66 500-მდე ლარი

 

მსგავსი თემა:

მთავარმა პროკურორმა პრემია-დანამატები 18-ჯერ, მოადგილეებმა კი 21-ჯერ მიიღეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]