weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთში ჯილეხით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

10:22 ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017

ფოთში ჯილეხის შემთხვევა გამოვლინდა. ამ დიაგნოზით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგის, მაკა გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებულმა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის დაგვიანებით მიმართა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ქალი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

„წელს ფოთში ჯილეხის მეორე შემთხვევა გამოვლინდა. პირველი შემთხვევა უფრო მსუბუქი ფორმით იყო და თავისთავად განიკურნა ადამიანი. სამწუხაროდ 28 წლის ქალმა, რომელიც დაავადდა, 4-5 დღის დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. წყაროს დადგენის მიზნით კვლევას ვატარებთ. ძალიან ბევრი ანალიზი იქნა აღებული იმის დასადგენად, თუ საიდან მოხდა ინფიცირება“, – განაცხადა მაკა გაბუნიამ.

აგვისტოში ჯილეხის შემთხვევა გამოვლინდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში, სადაც ამ დაავადებით 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ჯილეხი (ციმბირული წყლული) ადამიანისა და ცხოველის საერთო მწვავე ინფექციური დაავდებაა. მისი სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება. ადამიანების უმეტესობა ჯილეხით ავადდება დაავადებული ცხოველის მოვლის, დაკვლის, ხორცის, მატყლის, ტყავის და ბეწვის დამუშავების დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]