weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლეოგრანდმა“ 2017 წელს სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ვერ დააკმაყოფილა“

11:46 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

„2017 წელს, როცა დეპარტამენტში დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყო და ყველა იმ სასტუმრომ თუ კვების ობიექტმა, რომელსაც ჰქონდა ინტერესი, რომ მიეღო ხარისხის ნიშანი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, „ლეოგრანდმა“ ვერ დააკმაყოფილა სახანძრო უსაფრთხოების გამკაცრებული კრიტერიუმები და შესაბამისად, მან რეკომენდაცია ვერ მიიღო“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

„ტურიზმის დეპარტამენტს არავითარი უფლება არა აქვს, რომელიმე სასტუმროს ფუნქციონირება შეაჩეროს. „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის“ მიერ ეს არის ხარისხის ნიშანი, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის და როგორც საბჭოს წევრებისგან მივიღე ინფორმაცია, 2017 წელს „ლეოგრანდს“ არ ჰქონდა ეს სტატუსი. რაც შეეხება ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას,  ეს არის ჩამონათვალი იმ სასტუმროებისა, მათ შორის 2016 წელს ვისაც ჰქონდა ეს სტატუსი. როცა სასტუმრო ან კვების ობიექტი ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში ტურიზმის დეპარტამენტს შეგვიძლია, არ მივანიჭოთ ეს სტატუსი“, - აღნიშნა სულხან ღლონტმა.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ვერ დააკმაყოფილა, ტურიზმის დეპარტამენტს სხვა სამსახურებისთვის არ მიუწოდებია.

„პროექტის მიზანი, რომლის ფარგლებშიც ვაძლევთ ხარისხის ნიშანს, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ის, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად შევავსოთ ტურუსტულ ინდუსტრიაში და ბაზარზე არსებული ე.წ. „ლუფტები“ და მაქსიმალურად შევაჩვიოთ ტურიზმის სექტორი იმას, რომ ისინი უნდა იცვადნენ საერთაშორისო სტანდარტებს“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია სულხან ღლონტის კომენტარს.

24 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. ექიმების განცხადებით, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. ამ მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარაიას განცხადებით, სავარაუდოდ შენობას სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არ აქვს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა, რასაც მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროს საზეიმო გახსნის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]