weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის მთავრობა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლს ამკაცრებს

17:07 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის - საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც რეგიონში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის. დეპუტატები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ დამატებითი სახსრები და ძალისხმევა იქნეს მიმართული უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭო მზადაა იმუშაოს ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც რეგიონში არსებულ საჯარო თუ კერძო სექტორს უსაფრთხოების მიმართულებით გააძლიერებს.

„ერთ-ერთი მიმართულება იქნება საკანონმდებლო ცვლილებები არა მხოლოდ კანონებში, არამედ ნორმატიულ აქტებშიც. თუკი სადმე რაიმე ხარვეზი იქნება, ამას კონკრეტული უწყება თავისი ინიციატივით გაითვალისწინებს. ასევე გავითვალისწინებთ იმ საკოორდინაციო ცენტრის მითითებებს და რეკომენდაციებს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობით იმუშავებს და რომელიც ხელს შეუწყობს დადგინდეს თუ სად, რა სფეროში, რა მიმართულებით რა ცვლილებებია გასატარებელი. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ რიგი საკანონმდებლო ინიციატივები იქნეს წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს მიერ. ამას მუშაობის პროცესში გავხდით საჯაროს. თუ კი გამოჩნდება, რომ რაღაც სახით კონკრეტული აღჭურვილობა გვაკლია, საკანონმდებლო ორგანოც და მთავრობაც გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საკითხმა აისახოს ბიუჯეტში, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში ამ საბიუჯეტო ცვლილებებმა შესაბამისი მხარდაჭერა ჰპოვოს“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

24 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ან სხვა მძიმე შედეგის შემთხვევაში, დანაშაული სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2015 წლის 10 მაისს, ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრი, 3 ბავშვი დაიღუპა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით სასტუმროს მფლობელი ზაზა ართმელაძე დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2017 წლის 29 მაისს ართმელაძემ თავი მოიკლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]