weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს გაიმართება

17:03 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017
ფოტოზე ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ასათიანი ფოტოზე ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ასათიანი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური 23 დეკემბერს ჩატარდება. მეორე ტურში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ. ხმის დამთვლელი კომისიის 16 დეკემბრის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში დავით ასათიანმა 1126 ხმა მიიღო, მეორე ადგილზე - 635 ხმით, ლევან ჯანაშია გავიდა.

ადვოკატთა ერთიან სიაში 4568 ადვოკატია. ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებისთვის, რომელიც 9 დეკემბერს თბილისში ჩატარდა, რეგისტრაცია 2324-მა წევრმა გაიარა, მონაწილეობა კი 2054-მა მიიღო.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების თანახმად, ასოციაციის წევრთა საერთო კრება, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს. იმავე წესდებით, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას, იმართება კენჭისყრის მეორე ტური.

ხმის დამთვლელმა კომისიამ განიხილა საკითხი თუ საიდან უნდა იქნას გამოთვლილი უმრავლესობა მეორე ტურის საჭიროების თვალსაზრისით. კომისიას მიიჩნია, რომ კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს კრებაზე რეგისტრირებულ ადვოკატთა რაოდენობიდან (2324 წევრი), საიდანაც უბრალო უმრავლესობა ვერ მიიღო ვერცერთმა კანდიდატმა“, - აღნიშნულია შემაჯამებელ ოქმში.

პირველი ტურის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა. ისინი აცხადებდნენ, რომ არჩევნები ასათიანის სასარგებლოდ გაყალბდა.

ასოციაციის თავჯდომარისარჩევნებს აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების პროცესს თან ახლდა გარკვეული პროცედურული დარღვევები და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, თუმცა ამას არსებითი გავლენა არ მოუხდენია, საერთო კრების მონაწილეთა მხრიდან საკუთარი ნების გამოხატვაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]