weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

14:06 ხუთშაბათი, 28 დეკემბერი 2017

მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს. სადავო მასალა პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას ეხება. კერძოდ, მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომასალა, საიდანაც ჩანს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი უცენზურო სიტყვებით იგინება.

მწერლებისა და გამომცემლების განცხადება ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო და დღეს განიხილავს.

განცხადების თანახმად, მაუწყებელმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი, ვინაიდან „ზვიად რატიანმა დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე პოლიციელებთან რამდენიმე საათი დაჰყო, როცა მისი თქმით, ისინი მას აყენებდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ის, რომ ზვიად რატიანი ნაცემია, დამტკიცებულია რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიზით. ამ რამდენიმე საათიდან დამონტაჟებულია 3.45 წუთიანი მასალა, რომელიც არ შეიძლება იყოს რამდენიმესაათიანი პროცესის ზუსტად ამსახველი“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ „ამ მასალის ჩვენებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა არა საზოგადოების ინტერესი, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი - ზვიად რატიანი წარმოჩენილიყო უაღრესად დამამცირებელ ვითარებაში“.

ქარტიის მეათე პრინციპთან დაკავშირებით კი განცხადებლები აღნიშნავენ, რომ ზვიად რატიანის მიმართ არ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ვიდეოკადრების გავრცელებას გაამართლებს.

განცხადებას ხელს აწერენ ნინო ბექიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, თამთა მელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ხათუნა თავდგირიძე, დალილა გოგია, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, ნესტან ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ლექსო დორეული, მაიკო კუდავა, გიორგი მაისურაზე, მაშო სამადაშვილი, რატი ამაღლობელი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, თინა მამულაშვილი, ხათუნა ცხადაძე, თეონა დოლენჯაშვილი და ლაშა ბაქრაძე.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, 23 დეკემბერს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე სასამართლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართა, რომელზეც შსს-მ პოლიციელების მიერ ჩაწერილი ვიდეომტკიცებულება წარადგინა, სადაც ისმოდა, როგორ იგინება ზვიად რატიანი პოლიციელების მისამართით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]